Friday, June 15, 2012

გუდაური


ფაილი:Gudauri Georgia Panorama P.Liparteliani.jpgგუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.
სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის ჯალამბარის ('ლებიოდკის') მეშვეობით ადიოდნენ.
პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო „მარკო პოლო“, ამჟამად „გუდაური“). ამავე პერიოდში ავსტრიული კომპანია Doppelmayer-ის მიერ აშენდა საბაგირო გზა, რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე (მთა კუდებზე) და 3270მ. სიმაღლეზე (მთა საძელეზე) აჰყავს. ამჟამად სულ 5 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.

ბაკურიანი


ბაკურიანი- დაბა ბორჯომის რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას (ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ). ბაკურიანი გაშლილია ე.წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი. საშუალო ტემპერატურა 4,3 ° C, იანვარისა 7,2 ° C, აგვისტოსი 15° C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე. წარმოადგენს ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლინიდაგიანი 37 კმ-იანი სარკინიგზო განშტოების ბოლო პუნქტს. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 2,0 ათასი კაცია. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით, იგი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტია. ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული ტუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა. ბაკურიანი საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს ურელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. 2005 საქართველოს მთავრობამ ბაკურიანი წარადგინა 2012 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად. 2006 წლის 13 იანვარს კი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაკურიანში ახალი საბაგირო გზა გახსნა. ბაკურინში არმოჩენილია მეგალითური კულტური ნაში, შემორჩენილი ადრინდელი ფეოდალური ხანის საკულტო ნაგებობა \\"პანტნარის ტაძარი\\".

ბახმარო



ბახმარო– რესპუბლიკური მნიშვნელობის მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ჩოხატაურის რაიონში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 1926-2000 მ, შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ. უახლოეს ტკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 80 კმ. კლიმატური თავისებურებები: ზღვის და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით
ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა - 5,2° C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4° C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73 %. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლჩაქცევები, ნევრასთენია, ლიმადენტი. სეზონია - ივნისი-სექტემბერი.

საირმე


კურორტი „საირმე“ მდებარეობს ზღვის დონიდან 915-950 მ. სიმაღლეზე. ქ. ქუთაისიდან 55 კმ.-ითაადაშორებული. მოთავსებულია მდ. წაბლარის წყლის ღრმა ხეობაში, რომელიც სათავეს იღებს აჭარა-იმერეთისმთის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც აღმოსავლეთის მხრიდან არის დიდ-მაღალას მწვერვალი (2585 მ.), ხოლოდასავლეთით მწვერვალი მეფისწყარო (2848მ.).კურორტი „საირმე“ გარშემორტყმულია ფიჭვნარით, 19000 ჰა., რომელიც დიდ როლს ასრულებსმიკროკლიმატის შექმნაში. ტყიდან 7-8 კმ.-ის დაცილებით იწყება აჭარა-იმერეთის მცირე კავკასიონის ქედი.კურორტ „საირმეს“ აქვს 100-წლოვანი ისტორია. იგი აღმოჩენილია მონადირე-მწყემსების მიერ,რომლებმაც შეამჩნიეს, რომ ირმები
ეტანებოდნენ ამ ადგილს. ბაღდათისა და მის ახლომდებარე რაიონების მცხოვრებლებისა და საირმეშივე ორგანიზებულ გერმანელ ტყვეთა ბანაკის წევრთა დაუღალავი შრომი შედეგად 1944 წ. კურორტი რაიონულ ცენტრს საავტომობილო გზით დაუკავშირდა, ხოლო 1946 წ. ამ გზის ზეკარის გადასასვლელამდე გაგრძელებით ბაღდათი-აბასთუმანს, ანუ დასავლეთი საქართველო სამხრეთ საქართველოს დაუკავშირდა, რამაც გზას სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა. კლასიფიკაციით კურორტი ზომიერად-ნესტიანი ტიპის კურორტებს მიეკუთვნება. მინერალური
წყაროების რაიონი მდებარეობს მდ. წაბლარის წყლის დინების მიმართულებით და უკავია 4 ჰა. ფართობი. მინერალური წყაროები განლაგებულია მდინარის ორივე ნაპირზე. წყარო N1, N2, N4 მდებარეობს მდინარის
მარჯვენა მხარეს, ხოლო N3 მარცხენა მხარეს.

კურორტი ბორჯომი



ბორჯომი ქალაქი-კურორტია აღმოსალეთ საქართველოში და ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). სახელი ოფიციალურ წყაროებში XIX საუკუნეში იხსენიება. ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ჩამოსახლებულ ლტოლილთა მოსახლეობას. ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე,
ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნარძალის აღმოსავლეთით. იქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მ. გორკი, პ. ჩაიკოვსკი, ი. სტალინი, გ. დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის სახელგანთქმული მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს №1 საექსპერტო პროდუქცია. აქვეა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ბორჯომთან ახლოს მდებარეობს სამთო-სათხილამურო ცენტრი ბაკურიანი, ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, XIII საუკუნის მონასტერი დაბა, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრესციხე და გოგიასციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომი არის ბორჯომისა და ახალქალაქი ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. 2005 წლის 22 ივნისს საქათველომ ბორჯომი ბაკურიანთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა.

კურორტების შესახებ


აღსანიშნავია კლიმატური პირობები დაბალმთიან (500-1000 მ. ზღვის დონიდან) და საშუალმთიან (1000-2000 მ. ზღვის დონიდან) ზონებში, სადაც თავმოყრილია სამთო-კლიმატური და ბალნეოკლიმატური კურორტები. ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე უმთავრესად სჭარბობს ბალნეოლოგიური კურორტები (ნაბეღლავი, ზვარე, ნუნისი, ტყვარჩელი). ზღვის დონიდან 700-1000 მ სიმაღლეზე - ბალნეოკლიმატური კურორტები (ბორჯომი, საირმე, უწერა, სურამი), ხოლო 1000-1500 მ სიმაღლეზე - სამთოკლიმატური კურორტები (აბასთუმანი, წაღვერი, ცემი, ჯავა, კოჯორი, კიკეთი. მანგლისი). საკურორტო მიზნით ზონა ზღვის დონიდან 1500-2000-მ სიმაღლეზე გამოიყენება ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყენებენ (შოვი, ბახმარო). აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი კურორტია ბაკურიანი. მთის ზონაში განლაგებულ კურორტებზე წარმატებით მკურნალობენ ფილტვის ტუბერკულიოზს, ბრონქიალურ ასთმას, სისხლნაკლებობას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ზოგიერთ ფორმას, ნევროზებს, და ა.შ.
შესანიშნავი კლიმატური პირობებისს მქონე შავისზღვისპირეთი წარმოადგენს კურორტების განვითარების უმნიშვნელოვანეს ზონას. ამ ზონაში განლაგებულია ძირითადად, კლიმატური კურორტები - გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, გუდაუთა, სოხუმი, ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, ურეკი და სხვ. კლიმატი აქ ნოტიო კუბტროპიკულია რბილი ზამთრითა და ხანგძლივი ცხელი ზაფხულით. კლიმატური თერაპია მაღალეფექტურია მთელი წლის მანძილზე. ზღვის ჰავა წარმატებით გამოიყენება სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოების დაავადებათა, ნერვიული სისტემის ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ. 


კურორტული დასვენების და მკურნალობის კომპლექტში დიდ მნიშვნელობას იძენს მინერალური წყლების გამოყენება. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველა ტიპის მინერალური წყალი და არის 2000-ზე მეტი მინერალური წყარო. მინერალური წყლების სიმდიდრე და მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემების, გინეკოლოგიური, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა მკურნალობას, პროფილაკტიკას და რეაბილიტაციას საქართველოს კურორტებზე. მინერალური წყლების ყველაზე გავრცელებული ტიპის - ნახშირორჟანგიანი - ბაზაზე მოქმედებს ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტები - ბორჯომი, შოვი, უწერა, ნაბეღლავი, საირმე და სხვ. 
მაღალი თერაპიული თვისებები ახასიათებს თერმულ სულფიდურ, რადონურ, აზოტოვან, სალიციუმიან მინერალურ წყლებს, რომლებიც გამოიყენება სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ეს წყლები გამოიყენება წყალტუბოს, თბილისის, ნუნისის, ტყვარჩელის, გაგრის, სოხუმის, მახინჯაურის, ზეკარის, ასპინძის კურორტებზე.


ბუნებრივი ფაქტორების სიმდიდრის და მრავალფეროვნების გამო საქართველოში 340 საკურორტო ადგილია გამოყოფილი, რომელიც გამოიყენება ჯანმრთელობის განმტკიცების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაკტიკისათვის. საკურორტო ადგილებისათვის დამახასიათებელია სასურველი ჰავა, მინერალური წყლების ან სამკუნალო ტალახების არსებობა. ზოგი კურორტი კეთილმოწყობილია: აშენებულია კოტეჯები, პატარა სააბაზანო შენობები, მოწყობილია მინერალური წყაროების ბუნებრივი სადენები. საკურორტო ადგილის ათვისება წარმოადგენს დიდ რეზერვს სხვადასხვა სამედიცინო პროფილის საკურორტო საწსებულებების ფართო ქსელის მშენებლობისათვის, ახალი კურორტების შექმნისათვის.

საქართველოს კურორტების ისტორია


საქართველო ოდითგანვე ცნობილია თავისი ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებით, უამრავმა წერილობითმა ძეგლმა შემოგვინახა აღტაცებული შეფასებები მრავალგვარი დაავადების განკურნების სასწაულმოქმედი უნარის მქონე თბილი წყაროების შესახებ.
კურორტების შექმნა, საქართველოში იწყება XIX-ს I ნახევარიდან, თუმცა ქართველი ხალხი ძველთაგანვე იყენებდა მინერალურ წყლებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და მთის ჰავას - ადამიანთა გაჯანსაღების მიზნით. კურორტების ძირითადი ნაწილი მდებარეობს ზღვისპირა და მთიან რაიონებში. საქართველოს მთიანი ზონა გამოირჩევა ულამაზესი ლანდშაპტებით, ჯანმრთელი ჰავითა და მრავალრიცხოვანი წყაროებით. მთის ჰავის დადებითი სასარგებლო სამკურნალო თვისებები - სუფთა ჰაერი, მზის (მათ შორის ულტრაიისფერი) რადიაციის ინტენსივობა, რის გამოც იგი უფრო აქტიური ხდება, ზაფხულში ზომიერი ტემპერატურა (დაბლობ ზონასთან შედარებით) - ასევე ხელს უწყობს დასვენებას.