ბორჯომი ქალაქი-კურორტია აღმოსალეთ საქართველოში და ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). სახელი ოფიციალურ წყაროებში XIX საუკუნეში იხსენიება. ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ჩამოსახლებულ ლტოლილთა მოსახლეობას. ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე,
ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნარძალის აღმოსავლეთით. იქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მ. გორკი, პ. ჩაიკოვსკი, ი. სტალინი, გ. დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის სახელგანთქმული მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს №1 საექსპერტო პროდუქცია. აქვეა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ბორჯომთან ახლოს მდებარეობს სამთო-სათხილამურო ცენტრი ბაკურიანი, ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, XIII საუკუნის მონასტერი დაბა, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრესციხე და გოგიასციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომი არის ბორჯომისა და ახალქალაქი ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. 2005 წლის 22 ივნისს საქათველომ ბორჯომი ბაკურიანთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა.
No comments:
Post a Comment