
ბაკურიანი- დაბა ბორჯომის რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას (ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ). ბაკურიანი გაშლილია ე.წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი. საშუალო ტემპერატურა 4,3 ° C, იანვარისა 7,2 ° C, აგვისტოსი 15° C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე. წარმოადგენს ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლინიდაგიანი 37 კმ-იანი სარკინიგზო განშტოების ბოლო პუნქტს. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 2,0 ათასი კაცია. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით, იგი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტია. ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული ტუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა. ბაკურიანი საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს ურელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. 2005 საქართველოს მთავრობამ ბაკურიანი წარადგინა 2012 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად. 2006 წლის 13 იანვარს კი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაკურიანში ახალი საბაგირო გზა გახსნა. ბაკურინში არმოჩენილია მეგალითური კულტური ნაში, შემორჩენილი ადრინდელი ფეოდალური ხანის საკულტო ნაგებობა \\"პანტნარის ტაძარი\\".
No comments:
Post a Comment