საქართველო ოდითგანვე ცნობილია თავისი ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებით, უამრავმა წერილობითმა ძეგლმა შემოგვინახა აღტაცებული შეფასებები მრავალგვარი დაავადების განკურნების სასწაულმოქმედი უნარის მქონე თბილი წყაროების შესახებ.
კურორტების შექმნა, საქართველოში იწყება XIX-ს I ნახევარიდან, თუმცა ქართველი ხალხი ძველთაგანვე იყენებდა მინერალურ წყლებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და მთის ჰავას - ადამიანთა გაჯანსაღების მიზნით. კურორტების ძირითადი ნაწილი მდებარეობს ზღვისპირა და მთიან რაიონებში. საქართველოს მთიანი ზონა გამოირჩევა ულამაზესი ლანდშაპტებით, ჯანმრთელი ჰავითა და მრავალრიცხოვანი წყაროებით. მთის ჰავის დადებითი სასარგებლო სამკურნალო თვისებები - სუფთა ჰაერი, მზის (მათ შორის ულტრაიისფერი) რადიაციის ინტენსივობა, რის გამოც იგი უფრო აქტიური ხდება, ზაფხულში ზომიერი ტემპერატურა (დაბლობ ზონასთან შედარებით) - ასევე ხელს უწყობს დასვენებას.
No comments:
Post a Comment